Financial Times-მა რეკლამის ნახვების დროის გაყიდვა დაიწყო

ბრიტანულმა გამოცემა Financial Times ბრენდებს რეკლამის ნახვის დროის მიხედვით გადახდას სთავაზობს და არა - ნახვების რაოდენობის მხრივ.

გამოცემის ცნობით, პროგრამა საპილოტეა, თუმცა მისი ტესტირება უკვე მოხდა რამდენიმე რეკლამისდამკვეთთან, მათ შორის BP-სთან, „მაიკროსოფტთან“ და IBM-თან.

Financial Times-ის ამერიკული ვერსიის რეკლამის დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტის ბენდან სპეინის განცხადებით, პროგრამის დატესტვის შემდეგ მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ოთხ ძირითად კომპონენტში: რეკლამის დამახსოვრება, ბრენდის ცნობადობა, პოზიტიური აღქმა და ბრენდის პოპულარობა.

გამოცემაში ირწმუნებიან, რომ ამით რეკლამისდამკვეთი ორიენტირებული იქნება არა რეკლამის ნახვების რაოდენობის გაზრდაზე, არამედ ხარისხის ზრდაზე.