ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აპელაციის შედეგად შეფასება 389 ნაშრომს შეეცვალა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების სააპელაციო განაცხადების რაოდენობა შეადგენდა ნაშრომების (150 ათასზე მეტი) 1,34%-ს.
სააპელაციო კომისიის მიერ ნაშრომების ხელახლა გასწორების შედეგად შეფასება შეეცვალა 389-ს (მთლიანი ნაშრომების 0.26%-ს) - 361-ს შეფასება მოემატა, ხოლო 28-ს დააკლდა.
ამასთან, სააპელაციო პროცესის დასრულების შემდეგ იწყება ბაზების მომზადება ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილებისათვის, პარალელურად მიმდინარეობს გათანაბრებისა და სკალირების პროცესი. ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია ამ პროცედურების დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, 25 აგვისტოსთვის გამოქვეყნდება.