ბათუმში Bridgestone Black Sea Cup-2016 გაიმართა

ბათუმმა რიგით მეთერთმეტე მასშტაბურ ავტორბოლას ,,Bridgestone Black Sea Cup-2016” უმასპინძლა

, რომელსაც „თეგეტა მოტორსი” და „ბრიჯსთოუნი” წარმოადგენს. წელს „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი“ წრიული რბოლის სახით ჩატარდა, სადაც მონაწილეობა 16-მა ავტომრბოლელმა მიიღო. რბოლაში მხოლოდ GTCC კლასის ავტომობილები იყო დაშვებული.

2016 წლის „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასის“ პირველი ადგილის და „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასის“ მფლობელი გიგა ბიძინაშვილი გახდა, მეორე ადგილი - ირაკლი კაკაურიძემ, ხოლო მესამე ადგილი - თენგიზ ჩუბინიძემ დაიკავა, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ნომინაციაში "ყველაზე კანონმორჩილი მრბოლელი" გიორგი ფირცხალაიშვილმა გაიმარჯვა.

,,თეგეტა მოტორსი” უკვე 20 წელზე მეტია საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მისი უცვლელი ლიდერია საავტომობილო პროდუქტების სფეროში. ჩვენ გავაერთიანეთ 300-ზე მეტი მსოფლიოს წამყვან ბრენდი ერთ კომპანიაში და ვქმნით საუკეთესო შეთავაზებას ბაზარზე ჩვენი მომხმარებლისთვის. ჩვენს პარტნიორებთან ერთად მუდამ ვზრუნავთ საქართველოში ავტო ინდუსტრიის და ავტო სპორტის განვითარებაზე. სწორედ ამიტომ, უკვე მეთერთმეტედ ვმართავთ საქართველოში ყველაზე მასშტაბურ და საინტერესო ავტორბოლას “Bridgestone Black Sea Cup”-ს. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ბათუმი ჩვენი კომპანიისთვის ყოველთვის იყო სტრატეგიული ადგილი ბიზნესის განვითარებისთვის.

აღსანიშნავია რომ წლევანდელი „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი“ საკმაოდ დაძაბული და მეტად სანახაობრივი იყო, მრბოლელებმა შეჯიბრის წინ მაყურებელს წარმოუდგენელი "დრიფტ" შოუ აჩვენეს, ხოლო ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით და ჯგუფ Goofy Land-ს კონცერტით დაიხურა”, - აცხადებენ კომპანიაში.