რიკარდ იოზვაკი - ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს 2017 წლის 1-ელი იანვრიდან დააწესებს

ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს 2017 წლის 1-ელი იანვრიდან დააწესებს.

ამის შესახებ „ტვიტერზე“ რადიო „თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი, რიკარდ იოზვაკი წერს.

„ევროკავშირის დიპლომატები საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას ოქტომბერში ელოდებიან, უვიზო რეჟიმს კი - 2017 წლის 1-ელი იანვრიდან“, - წერს რიკარდ იოზვაკი.

მანამდე ევროპელი დიპლომატები აცხადებდნენ, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე ევროკავშირის სტრუქტურები შემოდგომაზე იმსჯელებენ.