შეამცირებს თუ არა შუქნიშნები სააკაძის მოედანზე საცობებს?

საცობებისგან განტვირთვის მიზნით, სააკაძის მოედანზე შუქნიშნები დამონტაჟდა. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში ამბობენ, რომ ჭკვიანი შუქნიშნების სატესტო რეჟიმში გამოცდა ხდება, რის შემდეგაც დროის ათვლითი სქემა მუდმივ ცვლილებას განიცდის. მერიაში საცობების მინიმუმ 10%-ით და ავტოსაგზაო შემთხვევების მკვეთრად შემცირებას ელოდებიან. პროექტის საერთო ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს, მათ შორის კონსულტაციისთვის გერმანულმა კომპანიამ, რომელიც როგორც ირკვევა სინამდვილეში რუსული წარმომავლობის კომპანიაა, 110 000 ლარამდე მიიღო. შეძლებს თუ არა საცობების განტვირთვას ახალი შუქნიშნები? - საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ჰაბ ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ მერიამ მორიგი შეცდომა დაუშვა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე