ტერაქტებისა და წყალდიდობების გამო პარიზში ტურისტთა რაოდენობა მილიონით შემცირდა

შემცირებული ტურისტების გამო პარიზმა 750 მილიონი ევრო იზარალა

ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან განხორციელებული ტერაქტების, თავდასხმებისა და ბოლო დროს გახშირებული წყალდიდობების ფონზე პარიზს იანვარ-ივნისში მილიონი ტურისტით ნაკლები ეწვია, ვიდრე გასული წლის ამავე პერიოდში.

ტურისტების შემცირებული ნაკადის გამო პარიზმა 750 მილიონი ევრო იზარალა. „ბიბისის“ ცნობით, პარიზს ყოველწლიურად 16 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს.

„დროა, გავაანალიზოთ, რომ ინდუსტრიულ კატასტროფას განვიცდით“, - აღნიშნა პარიზის რეგიონული ტურიზმის საბჭოს ხელმძღვანელმა ფრედერიკ ვალეტომ.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ტურისტთა მკვეთრი შემცირება იგრძნობა იაპონიიდან, რუსეთიდან, ჩინეთიდან და აშშ-დან.