რუსულმა კომპანიამ „იანდექს ტაქსი“ საქართველოში მუშაობა დაიწყო

რუსულმა კომპანიამ „ინდექს ტაქსი“ თბილისში ტაქსებით მომსახურების სერვისი ჩაუშვა.

საქართველო ბელორუსის, ყაზახეთის, რუსეთისა და სომხეთის შემდეგ მეხუთე ქვეყანა გახდა, სადაც რუსული კომპანიის აპლიკაცია ჩაეშვა.

კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, აპლიკაცია ხელმისაწვდომია ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. ამჟამად „იანდექს ტაქსის“ თბილისში 200 მანქანა ემსახურება. მომავალში რუსული კომპანიის სერვისი საქართველოს სხვა ქალაქებშიც ჩაეშვება.