ყატარის ფონდმა Empire State Building-ის აქციები შეიძინა

ყატარის სუვერენულმა ფონდმა Qatar Investment Authority-მ „ემპაია სტეიტ ბილდინგის“ მფლობელი კომპანიის 9,9%-იანი წილის აქციები შეიძინა.

გავრცელებული ინფორმაციით, ყატარის ფონდმა 29,6 მილიონი აქცია 622 მილიონ დოლარად შეიძინა.

ნიუ იორკში მდებარე ცნობილი ცათამბჯენი კომპანია Empire State Realty Trust-ს ეკუთვნის. „ემპაია სტეიტ ბილდინგი“ 1931 წელს გაიხსნა და მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა იყო 1972 წლამდე, როდესაც ეს წოდება ნიუ იორკის სავაჭრო ცენტრს ერგო.