იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 247 მიაღწია (+ფოტო)

იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ისევ გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობამ 247 მიაღწია. დაშავებულია 368 ადამიანი.

4 300-ზე მეტი მაშველი, მძიმე ტექნიკის დახმარებით, მთელი ღამის განმავლობაში, ნანგრევებში გადარჩენილებს ეძებდა.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაღუპულთა შორის ბევრი მცირეწლოვანია.

მისივე ვარაუდით, მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

მიწისძვრა ცენტრალურ იტალიაში გუშინ გამთენიისას მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ პერუჯას სამხრეთ აღმოსავლეთით დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქიის შედეგად დაინგრა ეპიცენტრთან მდებარე ქალაქები და სოფლები. ქალაქი ამატრიჩე თითქმის მთლიანად განადგურებულია.

იხილეთ ფოტოგალერეა