"ტესლა" მსოფლიოს ყველაზე ინოვაციურ კომპანიად დასახელდა

გამოცემა „ფორბსმა“ მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური კომპანიების რეიტინგი გამოაქვეყნა.

რეიტინგის ლიდერი ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია „ტესლა მოტორსი“ გახდა.

რეიტინგის პირველ ათეულში თითქმის ყველა ამერიკული კომპანიაა, გარდა ინდონეზიური კომპანია Unilever Indonesia-სა.

მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური კომპანიების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: "სეილსფორსი", "რეგენერონი", "ინსაიტი" და "ალექსიონი".