წელს სტუდენტი 27 782 აბიტურიენტი გახდა

წელს სტუდენტი 27 782 აბიტურიენტი გახდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფო გრანტი მიიღო 6 500-მა აბიტურიენტმა, ხოლო 4 000-მდე პირველკურსელი იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა, სადაც სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს.

მათივე ცნობით, ჩარიცხულია გამოცდებზე გამოცხადებული აბიტურიენტების 74%-ზე მეტი.