ქართული ჩანთები ისრაელისა და საბერძნეთის ბაზარზე გავა

ჩანთების მწარმოებელი ქართული კომპანია ”ბეგელსის” პროდუქცია ისრაელისა და საბერძნეთის ბაზარზე გავა.

ამის შესახებ ”ბიზნესპრესნიუსს” კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნათია მგელაძემ განუცხადა.

”საბერძნეთიდან გამოჩნდა კერძო პირი, რომელიც ჩანთების ექსპორტით დაინტერესდა, რათა ჩანთები ხელნაკეთი ნივთების საკუთარ მაღაზიაში შეიტანოს, წარმოაჩინოს და გაყიდოს, როგორც ქართული ნაწარმი. ანალოგიური სიტუაციაა ისრაელის შემთხვევაშიც. ველოდებით საბოლოო პასუხს, იმის გასარკვევად თუ როდის და რა რაოდენობით უნდა გავუგზავნოთ პროდუქტი”, - აღნიშნა ნათია მგელაძემ.

”ბეგელსი” 2015 წელს ნათია მგელაძისა და ქეთი უბილავას მიერ შექმნილი სტარტაპია. „ბეგელსის“ ბრენდით ჩანთები ნატურალური ტყავის ან ტყავის შემცვლელისა და ხის კომბინაციებისგან მზადდება.

თამარ კორკოტაშვილი