ივლისში კომერციული ბანკების აქტივები 1,4 მილიარდი ლარით გაიზარდა

ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.4 მილიარდი ლარით გაიზარდა და 26.7 მილიარდი  ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.8 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 14.1 პროცენტია.

2016 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 17 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 - უცხოური ბანკის ფილიალით.