"ეროვნული ბანკი ლარის მართვად გაცვლით კურსზე გადავიდა"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის მიერ ლარის კურსთან მიმართებაში გადაგმულ ნაბიჯებს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

"ეროვნული ბანკი შეგნებულად თუ შეუგნებლად ლარის მართვად გაცვლით კურსზე გადავიდა. ფაქტობრივად საარჩევნო კორიდორულ კურსს ქმნის, რომლის ზედა და ქვედა ზღვარი აქვს მონიშნული.

გუშინ ლარის მცირეოდენი გაუფასურებაც კი არ დაუშვა, ინტერვენციები განახორციელა და გაამყარა კიდევაც. ეს სიგნალია ბაზრისთვის, რომ ითამაშონ ლარის გამყარებაზე. მერე, როცა ”ზედმეტად” გამყარდება, ეროვნული ბანკი ამას ”არ დაუშვებს”, როგორც 22 აგვისტოს მოხდა და კვლავ ჩაერევა უკუინტერვენციებით. ფაქტობრივად ქმნის ამ ერთ თვეში სასურველ, პროგნოზირებად, მშვიდ სავალუტო გარემის.

რადგან ეროვნულმა ბანკმა გუშინ სიგნალები გამოუშვა, დღეს ლარი არ გაუფასურდება.

ფაქტია, ეროვნული ბანკი გადავიდა მართვადი კურსის რეჟიმზე, რაც ეწინააღმდეგება მის ოფიციალურ პოლიტიკას და გაცხადებულ პრინციპებს.

ყიველი ასეთი მანიპულაცია საბოლი ჯამში იწვევს არასტაბილურობას სავალუტო ბაზარზე და ეროვნული ბანკისადმი ნდობის დაკარგვას, მიუხედავად იმისა, თუ რა მოტივები ამოძრავებდა მას",- წერს რომან გოცირიძე.