სინგაპურში პირველი უპილოტო ტაქსი ჩაუშვეს

სინგაპურულმა კომპანია nuTonomy-მ მსოფლიოში პირველი უპილოტო ტაქსი ჩაუშვა.

"ბლუმბერგის" ცნობით, პირველ ეტაპზე მგზავრობისთვის ხელმისაწვდომია 6 ავტომობილი - ელექტრომობილები Renault Zoe და Mitsubishi i-MiEV, რომლებსაც მძღოლები არ მართავენ. კომპანიაში წლის ბოლომდე უპილოტო ტაქსების რაოდენობის გაზრდას 12-მდე აპირებენ, ხოლო უკვე 2018 წლისთვის კომპანიის ავტოპარკი სრულიად უპილოტო ტაქსებით დაკომპლექტდება.

ამ ეტაპზე სერვისის მომხმარებლებმა სპეციალური მოწვევა უნდა მიიღონ nuTonomy-სგან. ამ დროისთვის მომსახურებას რამდენიმე ათეული ხელმომწერი გამოუჩნდა, წლის ბოლომდე კი nuTonomy მათი რიცხვის ათასამდე გაზრდას აპირებს.

კოკა კვირკველია