რა პრობლემებს აწყდებიან ყველაზე ხშირად აჭარაში ჩასული ტურისტები

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა უცხოელ ვიზიტორთა კვლევის მესამე ეტაპის შედეგები გამოაქვეყნა.

კვლევის პერიოდში, რომელიც 2016 წლის იანვარ-მარტის პერიოდს ეხება, 1000 უცხოელი ვიზიტორი საქართველოში არსებულ ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ქვეყნის დატოვებამდე გამოიკითხა.

კვლევის შედეგად გამოვლინდა 10 პრობლემა, რომელიც ტურისტებს ყველაზე ხშირად აწუხებს. უმრავლესობა პირველ ნომრად პატრულთან დაკავშირებულ პრობლემას ასახელებს, რასაც მოსდევს მოუწესრიგებელი ინსფრასტრუქტურა და უამინდობა. ათეულში ასევე მოხვდა - უპატივცემულობა, ხმაური და ნასვამი ადამიანები. ტურისტებისთვის ასევე პრობლემას წარმოადგენს მაღალი ფასები და სიძვირე კვების ობიექტებში, უცხო ენის არცოდნა, აეროპორტში სერვისის პრობლემა და მომსახურების დონე.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულ ტურისტთა 97.4 % მომავალში მაინც გაუწევს რეკომენდაციას აჭარის რეგიონს, 97.1 პროცენტს განმეორების სურვილი აქვს, ხოლო 86.9 პროცენტი სტუმრობით კმაყოფილია.