ქვეყნის ეკონომიკური წონისა და რიოს ოლიმპიური მედლების მიხედვით საქართველო 86 ქვეყანს შორის მეოთხეა

რაც უფრო მდიდარია ქვეყანა, უფრო მეტი მედალი აქვს ღარიბ ქვეყნებთან შედარებით.

ასეთ დასკვნამდე მივიდნენ "ბიზნეს ინსაიდერის" ანალიტიკოსები. გამოცემის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ამის მიუხედავად 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე ზოგიერთმა ქვეყანამ "თავის ეკონომიკურ წონაზე მეტი სიმძიმის" აწევა მოახერხა.

კვლევის ავტორებმა რიოს ოლიმპიადაზე მოასპარეზე ქვეყნების მიერ მოპოვებული მედლების რაოდენობას ამავე ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი დაუმატეს და ისე გადაანაწილეს მათ მიერ მიღწეული შედეგი.

ამ მაჩვენებლით, რიოში მოპოვებული ოლიმპიური მედლების რაოდენობით საქართველო 86 ქვეყანას შორის მე-4 პოზიციაზეა.

ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე მოხვდა კარიბული კუნძული გრენადა, რომელსაც ოლიმპიადაზე მხოლოდ ერთი ვერცხლის მედალი ერგო.

მთლიან შიდა პროდუქტთან მედლების რაოდენობით აშშ, რომელმაც ყველაზე მეტი მედალი მოიპოვა ოლიმპიადაზე, 86 ქვეყანას შორის მე-60 ადგილზეა.