სემეკმა საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ელექტროენერგიის გადაცემისა დისპეტჩერიზაციის 2017 წლის ტარიფების, შპს „ენერგოტრანსისთვის“ ელექტროენერგიის გადაცემის 2017 წლის ტარიფების და შპს „ენგურჰესისათვის“ ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფების დადგენის მიზნით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საჯარო სხდომაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სემეკიდან აცნობეს, აღნიშნულ საკითხებზე კომისიაში მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად მიმდინარე წლის 23 სექტემბერი განისაზღვრა.

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და შპს „ენერგოტრანსის“ საკითხებზე კომისიის მიერ გადაწყვეტილებების მიღების ბოლო ვადად მიმდინარე წლის 31 დეკემბერი, ხოლო შპს „ენგურჰესისათვის“ – 2017 წლის 6 იანვარი განისაზღვრა.

კომისიის სატარიფო მეთოდოლოგიების შესაბამისად, რომლებიც ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, საწარმოებისათვის ტარიფების დადგენა ხდება ყოველწლიურად.