ფრანკფურტის ხელნაკეთი ნივთების გამოფენაზე ქართული სუვენირები იქნება წარდგენილი

27-30 აგვისტოს, ფრანკფურტის ხელნაკეთი ნივთების საერთაშორისო გამოფენაზე Tendence, ქართული სუვენირები პირველად გამოიფინება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” კულტურის სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროსა და აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის მხარდაჭერით, ლურჯ სუფრასთან ერთად, წარმოდგენილი იქნება ქართული სუფრის მოტივებზე სხვადასხვა ტექნოლოგიით შექმნილი სუვენირები. გამოიფინება ბატიკის, კერამიკის და სხვა მასალის გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.