კახა კალაძე - მჯერა, თეთნულდის განვითარებაში ჯაჭვლიანი თავის წვლილს შეიტანს

მჯერა, თეთნულდის განვითარებაში ჯაჭვლიანი თავის წვლილს შეიტანს

, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა.

მისი თქმით, გუნდის გადაწყვეტილებაა, რომ მოხდეს ყველა კურორტის განვითარება და ამასთან დაკავშირებით განცხადება პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა. „რაც შეეხება ჯაჭვლიანს, მინდა ვუსურვო წარმატება. მჯერა თეთნულდის განვითარებაში ჯაჭვლიანი თავის წვლილს შეიტანს. მის დანიშვნასთან დაკავშირებით არსებული შეფასებები მხოლოდ ”ნაციონალური მოძრაობის” შეფასებაა“, - აღნიშნა კალაძემ.

როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ეკონომიკის მინისტრთან ერთად, რამდენიმე დღის წინ, კურორტ თეთნულდის განვითარების გეგმა განიხილა. ამ მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში იგეგმება მთის კურორტების განვითარების კომპანიაში სახელმწიფო შპს-ის შექმნაც, რომელსაც სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს.