კალიფორნიის შტატში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა

აშშ-ის კალიფორნიის შტატში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა.

როგორც „ბიბისი“ იტყობინება, აფეთქდა კომპანია Tesoro-ს კუთვნილი ნავთობპროდუქტების რეზერვუარი.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მცხოვრებლებს შენობებში დარჩენისკენ მოუწოდა. კომპანია Tesoro-ში აფეთქების გამომწვევ მიზეზს ჯერჯერობით ვერ ასახელებენ.