50 წლის შემდეგ პირველად, აშშ-სა და კუბას შორის მუდმივი ავიამიმოსვლა აღდგება

ამერიკული ავიაკომპანია JetBlue Airways 31 აგვისტოდან კუბასთან მუდმივ ავიამიმოსვლას დაიწყებს.

1963 წლის შემდეგ JetBlue გახდება პირველი ამერიკული ავიაკომპანია, რომელიც კუბაზე ფრენებს განახორციელებს.

JetBlue Airways-ის გარდა, კუბაზე ფრენების უფლება კიდევ შვიდმა ამერიკულმა ავიაკომპანიამ მიიღო.

აშშ-სა და კუბას პრეზიდენტები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აღდგენაზე, რომელიც 1960 წლიდან იყო შეწყვეტილი, 2014 წელს შეთანხმდნენ.