„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს აკუმულატორებზე ახალ პირობებს სთავაზობს

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს აკუმულატორებზე ახალ პირობებს სთავაზობს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” „თეგეტა მოტორსიდან“ აცნობეს, მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ: OPTIMA-ს, VARTA-ს, EXIDE-ს, MONBAT-ის, START-ის, AKOM-ის, BRAVO-ს და სხვა ბრენდების უმაღლესი ხარისხის აკუმულატორები სპეციალურ ფასად, თანაც სახლიდან გაუსვლელად.

”ამისათვის მხოლოდ უნდა დარეკოთ „თეგეტა მოტორსის“ ცხელ ხაზზე 226 44 44 და შეუკვეთოთ თქვენთვის სასურველი ბრენდის აკუმულატორი, რომელსაც კომპანიის წარმომადგენელი თქვენს სასურველ მისამართზე მოგიტანთ და დაგიმონტაჟებთ, თქვენ კი მხოლოდ აკუმულატორის ღირებულებას გადაიხდით”, - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, თუ მომხმარებლებს სურთ მიიღონ სრული ავტო-ტექმომსახურება „თეგეტა მოტორსი“ მათ სთავაზობს „თეგეტა კომფორტს”.

”თუ თქვენ გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ ახერხებთ ავტო სერვისში მისვლას, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ „თეგეტა კომფორტის“ მომსახურებით, რომელიც გულისხმობს ავტომობილის მომსახურებას სერვისცენტრში მისვლის გარეშე. „თეგეტა მოტორსი“ „თეგეტა კომფორტის“ ფარგლებში გთავაზობთ პერსონალური მენეჯერის მომსახურებას, რომელიც მოგაკითხავთ სასურველ მისამართზე და თავად უზრუნველყოფს თქვენი კუთვნილი ავტომობილის სერვის ცენტრში გადაყვანას. ავტომობილზე კომპანია სრულად არის პასუხისმგებელი და აღსანიშნავია, რომ ავტომობილი ტრანსპორტირების დროს დაზღვეულია. პერსონალური მენეჯერი სატელეფონო კომუნიკაციის საფუძველზე დეტალურად მოახდენს თქვენს სრულ ინფორმირებას, ავტომობილის მდგომარეობის და საჭირო სერვისის შესახებ. „თეგეტა კომფორტის“ სერვისით სარგებლობა მარტივია, მომსახურების მისაღებად თქვენ უნდა დარეკოთ „თეგეტა მოტორსის“ ქოლ-ცენტრში 226 44 44 და შეარჩიოთ სასურველ მომსახურება. „თეგეტა მოტორსი“ მუდამ ზრუნავს, მომხმარებლის კომფორტზე”, - აცხადებენ კომპანიაში.

„თეგეტა მოტორსი“ უკვე 20 წელია საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მათივე ინფორმაციით, ავტო ინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა მოტორსი“ არის საქართველოში უმსხვილესი იმპორტიორი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქციის, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა. რაც მთავარია, ეს პროდუქცია ხელმისაწვდომია ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის.

კომპანიის ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს „თეგეტა მოტორსის“ სერვისს ცენტრების მომსახურებით შეუძლიათ ისარგებლონ როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, რუხსა და თელავში.