რუსეთ-თურქეთს შორის ჩარტერული ავიარეისები აღდგება

რუსეთიდან თურქეთში პირველი ჩარტერული რეისები 2 სექტემბერს განხორციელდება.

აღნიშნული განცხადება რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციების ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

ასოციაციაში განმარტავენ, რომ სექტემბერსა და ოქტომბერში ტურისტების ნაკადი უმნიშვნელო იქნება. კვირას რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა თურქეთსა და რუსეთს შორის ჩარტერული რეისების ამკრძალავი დადგენილება გააუქმა.

რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ანკარის გადაწყვეტილებით, შეიარაღებულმა ძალებმა რუსული ავიამოიერიშე საჰაერო სივრცის დარღვევის ბრალდებით ჩამოაგდეს. ვლადიმერ პუტინსა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შორის მოლაპარაკება აგვისტოში გაიმართა.