მსოფლიოს 118 ქვეყანას შორის საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სამეულში დასახელდა

„დანაშაულის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო სამ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანას შორის დასახელდა.

დამოუკიდებელი კვლევითი ვებგვერდის Numbeo-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველო 118 ქვეყანას შორის მესამეა უსაფრთხოების მხრივ.

კვლევის მიხედვით, საქართველოში დანაშაულის ინდექსი 19.26, უსაფრთხოების ინდექსი კი 80.74-ია.

უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველოს წინ მხოლოდ სინგაპური და სამხრეთ კორეა უსწრებს, რომელიც Numbeo-ს კვლევით, ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა.

უსაფრთხო ქვეყნების პირველ ხუთეულში ასევე დასახელდნენ ტაივანი და იაპონია. ყველაზე მაღალი დანაშაულის ინდექსი ვენესუელაშია, რომელსაც პაპუა ახალი გვინეა, ჰონდურასი, სამხრეთ სუდანი და სამხრეთ აფრიკა მოსდევს.

რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, „დანაშაულის ინდექსში“ უკრაინა 43-ეა, თურქეთი - 75-ე, რუსეთი - 50-ე, აზერბაიჯანი - 95-ე, სომხეთი კი 99-ე პოზიციაზეა.

აპრილში Numbeo-ს მიერ გამოქვეყნებულ „დანაშაულის ინდექსში“ 117 ქვეყანას შორის უსაფრთხოების მხრივ საქართველო მეექვსე ადგილზე იყო.