ივლისში საქართველოს ეკონომიკა 2,1 პროცენტით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2016 წლის ივლისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2,1 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, 2016 წლის II კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 3,1 პროცენტი, ხოლო 2016 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,7 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-ივლისში საქონლით საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის მაჩვენებლები ასე გამოიყურება: საქონლის ექსპორტმა 1 121,8 მლნ აშშ დოლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან ცვლილებამ კი (- 11,5%) შეადგინა. საქონლის იმპორტმა 5 426,2 მლნ აშშ დოლარი, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან ცვლილებამ 25,3% შეადგინა. 2016 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6 548,1 მლნ აშშ დოლარი, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან ცვლილებამ 16,9 % შეადგინა.