ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3056 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.

კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3056 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.2914 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0142 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.5763 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5625 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0138 ლარი შეადგინა.