გამოცდაზე გასული 17 137 მასწავლებლიდან და მასწავლებლობის მსურველიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი  3 464-მა გადალახა

2016 წლის ზაფხულში ჩატარებულ საგნის გამოცდაზე 17 137 მასწავლებლიდან და მასწავლებლობის მსურველიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 3 464-მა გადალახა.

2016 წლის ზაფხულის საგნის გამოცდაზე 22 799 მასწავლებელი/მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა. მათგან გამოცდაზე არ გამოცხადდა 5 662.

საგნის გამოცდაზე გასული 17 137 მასწავლებლიდან და მასწავლებლობის მსურველიდან, მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა 13 673-მა ვერ მოახერხა.

ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ საგნის გამოცდაში მონაწილეობას იღებს როგორც მოქმედი პედაგოგი, ისე პედაგოგობის მსურველი. ცენტრში აცხადებენ, რომ შედეგები მოქმედი პედაგოგების შესაფასებლად გამოსადეგი არ არის.

”როგორც გასულ წელს, ახლაც განვმარტავთ, რომ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არ აქვეყნებს მასწავლებელთა საგნის გამოცდის სტატისტიკურ მონაცემებს იმის გამო, რომ სისტემატურად ვაწყდებით ამ მონაცემების არასწორ ინტერპრეტაციას. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ამ გამოცდის შედეგების გამოყენება მოქმედი პედაგოგების რაიმე სახით შეფასებისა თუ ზოგადად მასწავლებელთა კვალიფიკაციაზე მსჯელობისათვის, არასწორია, ხშირად კი არაკორექტულიც”, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.