"ის, რითიც ცნობილია ბორჯომი, როგორც ჩანს, ნელ-ნელა ნადგურდება"

მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ბორჯომში, "კომპოზიტორთა სახლის" ტერიტორიაზე მოჭრილი ხეების შესახებ წერს.

"ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ ნინო გაჩეჩილაძის პოსტს.

"ცოტა ხნის წინ წამოვედი ბორჯომიდან, წამოსვლის წინ კი "კომპოზიტორთა სახლში" ავიარე, სადაც მთელი ბავშვობა ვისვენებდი ოჯახთან ერთად. იქ მისულს კი აი ეს სანახაობა დამხვდა - მოჭრილი ხეები, რომელიც როგორც დაცვამ მითხრა, ძლიერმა ქარიშხალმა წააქცია და ამიტომ მოჭრეს (რისიც არ მჯერა-ამდენი ხე ერთდროულად როგორ შეიძლებოდა წაქცეულიყო?...) მოკლედ, გული ჩამწყდა რასაც ჰქვია და თან უზომოდ გავბრაზდი - ის, რითიც ცნობილია ბორჯომი, როგორც ჩანს ნელ-ნელა ნადგურდება... კომპოზიტორთა სახლს რაც შეეხება, ის დღეს წართმეულია და ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის", - წერს ნინო გაჩეჩილაძე.

bpn