თბილისში, ბამბის საამქროში 800 კვ. მეტრის ფართობი დაიწვა

აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე ბამბის საამქროში გვიან ღამით ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

გაჩენილი ხანძრის ძირითადი კერები ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ადგილზე რამდენიმე ათეული სახანძრო და სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. დამწვარია შენობის 800 კვ მეტრი ფართობი. საამქროს მფლობელის თქმით, ზარალი დიდია. ის ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ცეცხლი ბამბის საამქროში, სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა.