აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის ერთ-ერთი მფლობელი დამლაგებელი აღმოჩნდა

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის ერთ-ერთი მფლობელი ბანკის ყოფილი დირექტორის ჯახანგირ გაჯიევის დამლაგებელი აღმოჩნდა. 

მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა აზერბაიჯანის უმსხვილესი ბანკის დირექტორის ჯახანგირ გაჯიევის დამლაგებელს 12,5 მილიონი დოლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები აღმოუჩინეს.

გამოძიების ცნობით, გაჯიევის დამლაგებლის ვერა ამირასლანოვას სახელზე 10 მილიონი მანათის ღირებულების აქციებია გაფორმებული.

ჯახანგირ გაჯიევი 7 პირთან ერთად, გასული წლის დეკემბერში დააკავეს. ბანკის ყოფილ დირექტორს რამდენიმე მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი. მათ შორის, დიდი ოდენობით თანხის ორგანიზებულად მითვისებისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის.

გამოძიების მტკიცებით, აჯიევი საკუთარ ახლობლებს მრავალმილიონიან, უპროცენტო კრედიტებს აძლევდა, ატარებდა სხვადასხვა საეჭვო ოპერაციებს, მიითვისა სახელმწიფოს თანხები. მას ბრალად ედებოდა 42 მლნ მანათის მითვისება, რაც ადვოკატის განცხადებით, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნდა ბანკის 80 მლნ მანათის ღირებულების აქციების სახით.