სარფისა და ქობულეთის სანაპიროებზე 4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება

ძლიერმა წვიმამ აჭარაში პრობლემები შექმნა.

08:00 საათისთვის ბათუმი-ქობულეთი-ჩაქვის მონაკვეთზე მდინარე ადიდდა და ცენტრალურ გზაზე გადავიდა.

სამაშველო სამსახურის ცნობით, დატბორვის გამო გზაზე შეფერხება ერთი საათის განმავლობაში იყო, თუმცა პრობლემა უკვე აღმოფხვრილია და მოძრაობაც აღდგენილია.

სარფისა და ქობულეთის სანაპიროებზე 4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება. ძლიერმა წვიმამ ბათუმში, ჭაობის დასახლების რამდენიმე უბანიც დატბორა.

ბათუმში დილიდან წვიმს. დღის მეორე ნახევრამდე ნალექის კიდევ უფრო მატებაა ნავარაუდევი.