VTB ბანკის დირექტორი - პუტინს არც ფული აქვს და არც მანქანა ჰყავს

პუტინი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი კაცი არ გახლავთ.

ამის შესახებ რუსეთის VTB ბანკის დირექტორმა ანდრეი კოსტინმა ბრიტანულ გამოცემა The Financial Times-თან საუბრისას განაცხადა.

კოსტინის თქმით, რუსეთის ლიდერი არც "გაზპრომის" და არც "ბაშნეფტის" აქციებს არ ფლობს.

"პუტინს არ უდგას გარაჟში "მაიბახ ექსელერი" და არც მთელ მოსკოვსა და პეტერბურგს ფლობს. გგონიათ პენსიაზე რომ გავა, მონაკოში 200-მეტრიან იახტაზე აღმოაჩენთ? ვიცი, რომ პუტინი თანამედროვე პოლიტიკში ბონდის ბოროტმოქმედს ჰგავს, მაგრამ რეალობაში ის ლეკვების მოყვარული კაცია შვიდციფრიანი ქონებით", - აღნიშნა ანდრეი კოსტინმა.

"ვითიბი ბანკის" დირექტორის თქმით, ადამიანები, ვინც პუტინის საბანკო ანგარიშებს ეძებენ, მთელი ცხოვრებაც რომ ეძებონ, ვერაფერს იპოვიან.