ივლისში ვადაგადაცილებული სესხები 44,3 მილიონი ლარით გაიზარდა

ივლისში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 151. 7 მილიონი ლარით, 2,8%-ით გაიზარდა და 5, 65 მილიარდ ლარს გაუტოლდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა ივლისში 24,7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და პერიოდის ბოლოს 4.65 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 59.0 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 83.9 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს. უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდა, ძირითადად გრძელვადიანი დაკრედიტების ზრდით არის გამოწვეული.

ივლისში ვადაგადაცილებული სესხები 44.3 მლნ ლარით გაიზარდა და 418.6 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.5 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 36.9 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 64.8 პროცენტს გაუტოლდა.