კოკა-კოლას ქარხანაში 370 კგ კოკაინი აღმოაჩინეს

საფრანგეთის სამხრეთით მდებარე „კოკა-კოლას“ ქარხანაში მუშებმა 370 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს.

მუშების თქმით, ნარკოტიკული საშუალება მათ კონტეინერის ქვეშ აღმოაჩინეს. კონტეინერები, რომელიც ხილის წვენის კონცენტრატებით იყო დატვირთული, საფრანგეთში კოსტა რიკადან შევიდა. მომხდარის თაობაზე მათ მაშინვე აცნობეს პოლიციას.

ადგილობრივი პროკურორის ხავიერ ტარაბუს განცხადებით, ნაპოვნი კოკაინის საბაზრო ღირებულება 50 მილიონი ევროა.