მიმდინარე წლის 7 თვეში ავტოსაგზაო შემთხვევების შდეგად 306 ადამიანი დაიღუპა

2016 წლის 7 თვეში 3 725 რეგისტრირებული ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 244-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის 7 თვეში ეს მაჩვენებელი 3 481 იყო.

7 თვის მონაცემებით, საქართველოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 306 და დაშავდა 5314 ადამიანი.

რაც შეეხება თბილისს, 2016 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით დედაქალაქში 1802 საგზაო შემთხვევა მოხდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 1624 იყო.

შვიდი თვის განმავლობაში რეგისტრირებული ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად თბილისში დაიღუპა 54 და დაშავდა 2325 ადამიანი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგისტრირებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის სტატისტიკური მონაცემები "ინტერპრესნიუსს" არასამთავრობო ორგანიზაციამ "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" მიაწოდა.