ქართველი მინისტრებისა და პარლამენტარების ჩამონათვალი, რომლებსაც ყველაზე მეტი ნაღდი ფული დოლარში აქვთ

საქართველოს მთავრობის წევრებსა და პარლამენტარებს დეპოზიტების დიდი ნაწილი დოლარში აქვთ. დავით ასლანიშვილის კვლევის მიხედვით, პარლამენტარებს შორის ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა დოლარში დეპოზიტზე გიორგი ბარამიძეს აქვს განთავსებული. ბოლო მონაცემებით, მის დეპოზიტზე 222 205 დოლარი ფიქსირდება. მეორე ადგილზე დავით ბეჟუაშვილია, ანაბარზე 207 386 დოლარით. ბეჟუაშვილს ანაბარი ევროსა და ლარშიც აქვს გახსნილი, რაც 114 974 ევროსა და 89 641 ლარს შეადგენს. პარლამენტარებს, გიორგი ლიპარტელიანსა და პაატა ლეჟავას დეპოზიტზე 135-135 ათასი დოლარი უდევთ. 

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე