სახელმწიფო აუდიტის სამსახური „პატრიოტთა ალიანსის“ 183 ათასი ლარით დაჯარიმებას ითხოვს

“პატრიოტთა ალიანსმა“ სამი პირისგან 183 200 ლარიანი შემოწირულება მიიღო, რაზეც აუდიტის სამსახური სასამართლოს მიმართავს.

ამის შესახებ აუდიტის სამსახურის დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც მედიის წარმომადგენლებს დღეს გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ გააცნო.

„ჩვენ მივმართავთ სასამართლოს „პატრიოტთა ალიანსისთვის“ 183 200 ლარიანი ჯარიმის გამოწერის შესახებ“, - განაცხადა ლაშა თორდიამ.

თორდიას განმარტებით, ამ შემთხვევაში დარღვეულია კანონი, რომლის მიხედვითაც, პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისგან მიღებული შემოწირულებების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 60 ათას ლარს.