მონაკოს ტერიტორიას ხელოვნურად გააფართოვებენ

2025 წლისთვის ევროპის ჯუჯა სახელმწიფოს, მონაკოს ტერიტორია 6 ჰექტარით გაიზრდება.

მონაკოს გაფართოვებაზე ფრანგული საინჟინრო კომპანია Bouygues იმუშავებს. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ტერიტორიის გაფართოვება მოხდება ზღვის სანაპიროს გაზრდის გზით და ამისთვის მილიარდი ევრო დაიხარჯება.

ახალი ტერიტორია გაჩნდება იმ ნაყარის საშუალებით, რომელიც შემოსაზღვრული იქნება 18 ბეტონის ტრაპეციული ძელით, რომელთა სიმაღლე 26 მეტრია, ხოლო თითოეულის მასა 10 ათასი ტონა. ახალ ტერიტორიაზე იგეგმება საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, რომელთა საერთო ფართი 60 ათასი კვ/მ იქნება, ასევე განთავსდება პარკინგის ადგილი, პარკები და სანაპირო.

როგორც Bouygues-ში აცხადებენ, განსაკუთრებული მნიშვნელობა დაეთმობა გარემოს დაცვას.

მონაკო მოსახლეობის სიმჭიდროვის მიხედვით მოწინავე პოზიციებზეა და კვადრატულ კილომეტრზე 18,7 ათასი მოსახლე მოდის.

კოკა კვირკველია