"კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველოს" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, სს "კავკასიის განვითარების ბანკი-საქართველოს" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა, რის გამოც ბანკი ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა.

ეროვნული ბანკის შეფასებით, კრედიტორთა, მათ შორის, პირველ რიგში დეპოზიტართა მოთხოვნების დაკმაყოფილება სრულად განხორციელდება.

2016 წლის 18 აგვისტოს, აზერბაიჯანში, მშობელი ბანკის გარშემო განვითარებული პრობლემების გამო, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება სს "კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველო"-ში დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე.