საქართველოში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ლაგოდეხი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული 110.94 გრ. ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.

როგორც  სსიპ შემოსავლების სამსახურში განაცხადეს, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 6,890.35 ლარი შეადგინა.

მათივე ინფორმაციით, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 6,890.35 ლარის ოდენობით შეეფარდა.