უმსხვილესი ჩინური კომპანია საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებით დაინტერესდა

საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში ჩინური კომპანია Henan Jingyan Silver Seed Co., LTD-ის ოფიციალური დელეგაცია მიიღო.

„საპარტნიორო ფონდის“ ცნობით, ჩინურ დელეგაციას Henan Jingyan Silver Seed Co.,LTD-ის თავმჯდომარე ლი ჩაო ხელმძღვანელობს. შეხვედრას ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და საინვესტიციო და საფინანსო დეპარტამენტების ხელმძრვანელები ესწრებოდნენ. Henan Jingyan Silver Seed Co.,LTD-ის წარმომადგენლებმა ფონდის მენეჯმენტს საინვესტიციო წინადადებები წარუდგინს და საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების სურვილი გამოთქვეს. განაცხადეს, რომ მათი პროდუქცია ქიმიურ მინარევებს არ შეიცავს, ეკოლოგიურად სუფთა, გაცილებით იაფი და კონკურენტუნარიანია. მხარეებმა შეხვედრაზე ქვეყნის აგრარული სექტორი მიმოიხილეს. შეაფასეს ადგილობრივი ბაზარი და ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ფონდის მენეჯმენტმა Henan Jingyan Silver Seed Co.,LTD-ის წარმომადგენლებს კონკრეტული საინვესტიციო წინადადებების წარმოდგენა და მათი განხილვა შესთავაზეს.

Henan Jingyan Silver Seed Co.,LTD ჩინეთში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქტებს აწარმოებს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახდენს რეალიზაციას. კომპანიას დიდი გამოცდილება აქვს სასათბურე და სათესლე მეურნეობის წარმოებაში. ოპერირებს პოსტსაბჭოთა ყვეყნებში და საქართველოში ინვესტირებით არის დაინტერესებული.