2021 წლისთვის კიბერდანაშაულით მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა 6 ტრილიონ დოლარს მიაღწიოს

კიბერდანაშაულის ზრდასთან ერთად, საგრძნობლად გაიზრდება კიბერდანაშაულით გამოწვეული ზარალი და 2021 წლისთვის 6 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.

Cybersecurity Ventures-ის ანალიზის თანახმად, კომპიუტერებისა და მობილური ტელეფონების შემდეგ, ჰაკერების მთავაზი სამიზნე სატრანსპორტო სექტორი და ელექტროსადგურები გახდება.

„კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გლობალური დანახარჯებით 2017-დან2021 წლამდე ჯამში 1 ტრილიონი დოლარით გაიზრდება“, ნათქვამია Cybersecurity Ventures-ის ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, 2015 წელს კიბერდანაშაულით გამოწვეული ზარალი 3 ტრილიონი დოლარი იყო. 2016 წელს რეკორდულად გაიზარდა კიბერდანაშაულით დაზარალებულთა რიცხვი, რომელიც წამში 12-ს შეადგენს.