ოთარ დანელია მინისტრის რანგში ბოლო ანგარიშს წარადგენს

მთავრობის პროექტის ,,საქართველოს მთავრობა - ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში, დღეს, სასტუმრო ,,ბილტიმორ თბილისში", ოთარ დანელია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის რანგში ბოლო, შემაჯამებელ ანგარიშს წარადგენს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ანგარიშის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების, ასევე დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლები დაესწრებიან.

ოთარ დანელია მარტვილისა და აბაშის რაიონში ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არის დასახელებული.