საქართველოში მდებარე ორი ბენზინგასამართი სადგური მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ბენზინგასამართებს შორის დასახელდა (+ფოტო)

საქართველოში მდებარე ორი ბენზინგასამართი სადგური მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ბენზინგასამართი სადგურების ათეულში დასახელდა.

ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფის“ მიერ გამოქვეყნებული ათეულის თანახმად, გორთან მდებარე „ვისოლის“და ბათუმში მდებარე „სოკარის" ბენზინგასამართი სადგურები მსოფლიოს 10 ყველაზე ლამაზ ბენზინგასამართ სადგურებს შორის მესამე და მეოთხე პოზიციაზე არიან.

„ტელეგრაფის“ ცნობით, მსოფლიოს 200 ბენზინგასამართი სადგურიდან 10 საუკეთესო დიზაინის, ინოვაციებისა და გარემოსთან სტრუქტურული კავშირის გათვალისწინებით შეირჩა.

ათეულში ასევე მოხვდნენ აშშ-ში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, ინგლისსა და იტალიში მდებარე ბენზინგასამართი სადგურები.

იხილეთ ფოტოგალერეა