ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა 60,9% მსხვილ ბიზნესზე მოდის

2016 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ 601,0 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5,7%-ით აღემატება.

საქსტატის მონაცემებით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,6% ქალია, ხოლო 59,4% - კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 60,9% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 14,4% - საშუალო, ხოლო დარჩენილი 24,7% - მცირე ბიზნესზე.

დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 564,5 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 3,1%-ით მეტია, საწარმოთა მთლიანი დანახარჯები კი პერსონალზე - 1668,4 მლნ ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7,0 %-ით მეტია.