ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 978,1 ლარს შეადგენს

2016 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორში საშუალო თვიური ხელფასი 978,1 ლარს გაუტოლდა.

საქსტატის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 35.9 ლარით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

უწყების მონაცემებით, ბიზნეს სექტორში დასაქმებული ქალების ხელფასმა - 727,5 ლარი შეადგინა. ეს მონაცემი გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 37,4 ლარითაა გაზრდილი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1148,0 ლარი, საშუალო ბიზნესი – 783,0 ლარი, მცირე ბიზნესი – 582,0 ლარი.