2080 წლისთვის ყავა შესაძლოა გაქრეს

გლობალური დათბობის გამო, მილიონობით ადამიანის საყვარელი სასმელი ყავა 2080 წლისთვის შესაძლოა აღარ არსებობდეს.

"კლიმატის ინსტიტუტის" ახალი ანგარიშის თანახმად, 2050 წლისთვის გლობალური დათბობა ყავის მოსავლის 50 პროცენტს გაანადგურებს. 2080 წლისთვის კი ველური ყავა, ფერმერებისთვის მნიშვნელოვანი გენეტიკური რესურსი შესაძლოა, საერთოდ გაქრეს.

"2050 წლისთვის მსოფლიოში ყავის მომყვანი მიწების ნახევარი გამოუსადეგარი იქნება ტემპერატურის მატების გამო. შესაბამისად, გაჩნდება ყავის დეფიციტი, რაც პროდუქტის სრულ გაქრობას გამოიწვევს", - ნათქვამია "კლიმატის ინსტიტუტის" ანგარიშში.

როგორც გამოცემა "ტელეგრაფთან" "სტარბაქსის" მომარაგების დირექტორმა ჯიმ ჰანამ განაცხადა, თუ პირობები არ გაუმჯობესდა, რამდენიმე ათეულ წელიწადში ყავის წარმოებას საგრძნობი რისკი შეექმნება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე