როგორი იქნება ახალი iPhone 7 (ვიდეო)

ახალი iPhone 7 უფრო სწრაფი იქნება და ბაზარზე ახალი ფერებით, ახალი სფიქერებითა და ახალი ფუნქციებით გამოჩნდება. 

KGI Securities-ის ინფორმაციით,  ახალ აიფონს ორი ახალი ფერი ექნება - "მუქი შავი” და ე.წ. ”პიანინოს შავი”. ტელეფონს ასევე დაემატება A10 ჩიპი, რომელიც გააძლიერებს მას და არსებული მოდელებისგან განსხვავებით, გაცილებით გაზრდის სიჩქარეს.

ყველაზე დიდი ცვლილება iPhone 7-ში შეეხება უკანა კამერას. დუალური ლინზების ტექნოლოგიის გარდა, გაჯეტს დაემატება აგრეთვე ოპტიკური ზუმი, რაც ერთობლიობაში გაცილებით უკეთესი ხარისხის ფოტოებს გადაიღებს. შეიცვლება აგრეთვე განათება, რისი მეშვეობითაც სახის გაცილებით რეალისტურად განათების საშუალება იქნება შესაძლებელი. გაძლიერებული ტექნოლოგიების საშუალებით კი სიბნელეში გადაღებული ფოტოები გაცილებით უკეთ აღქმადი გახდება.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება კი ის იქნება, რომ iPhone 7 უფრო წყალგამძლე იქნება.