ნავთობის ბაზრის სტაბილიზაციის შესახებ რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 5%-ით გაიზარდა.
„ბიბისის“ ცნობით, ICE-ს ბირჟაზე „ბრენტის“ მარკის ნავთობი 5%-ით გაძვირდა და ბარელზე 48,11 დოლარი შეადგინა.
4%-ით გაიზარდა აშშ-ის ნედლი ნავთობის ფასი, რომელმაც ბარელზე 46 დოლარი შეადგინა.
რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ნოვაკმა და საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა ჰალიდ ალ-ფალიჰმა ნავთობის ბაზრის სტაბილიზაციის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
ნოვაკის თქმით, მსოფლიოს ნავთობისმწარმოებელი ორი უმსხვილესი ქვეყნის თანამშრომლობა „უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება ნავთობის ბაზრის სტაბილიზირებისთვის“.